ევროპარლამენტმა ევროკავშირის ერთიანი სასაზღვრო სამსახურის შექმნას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა ევროკავშირის ერთიანი სასაზღვრო სამსახურის შექმნას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ერთიანი სასაზღვრო სამსახურის შქმნას. საზღვრისა და სანაპირო ზოლის დაცვის ევროპული სააგენტოს შექმნას 482-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ინიციატივის წინააღმდეგ 181-მა ევროპელმა კანონმდებელმა მისცა ხმა.

ახალი უწყება გახდება ევროკავშირის ქვეყნებისთვის სწრაფი რეაგირების ერთიანი სასაზღვრო სამსახური. მის გამოყენებას ნებისმიერი ქვეყანა შეძლებს, თუ ჩათვლის, რომ მისი სასაზღვო სამსახური მიგრანტთა ნაკადს ვერ უმკლავდება.

ევროკავშირის ერთიან სასაზღვრო სამსახურს 1500 თანამშრომელი ეყოლება. ახლა ინიციატივა ევროკავშირის საბაჭომ უნდა დაამტკიცოს. ახალი უწყება სავარაუდოდ მუშაობას ზაფხულის ბოლოს დაიწყებს.

2015 წელს ევროპაში ერთ მილიონზე მეტი მიგრანტი ჩავიდა.  ლტოლვილთა ნაკადს ქვეყნების უმეტესობის სასაზღვრო სამსახურები ვერ გაუმკლავდა, რის გამოც მაკედონიამ და სხვა ბალკანურმა ქვეყნებმა მიგრანტებისთვის საზღვრები ჩაკეტეს.