"ბაკურიანისა და მიტარბის განვითარების პროექტთან დაკავშირებით მიწათსარგებლობის გეგმის შედგენა იწყება“

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბაკურიანისა და დიდი მიტარბის განვითარების პროექტთან დაკავშირებით მიწათსარგებლობის დოკუმენტი შეიქმნება.

პრემიერის თქმით, მთავრობის ოთხ პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, საქართველოს სივრცითი მოწყობა და ინფრასტრუქტურული მოდელიზაციაა.

"ბაკურიანისა და დიდი მიტარბის განვითარების პროექტთან დაკავშირებით, ჩვენ ვიწყებთ მიწათსარგებლობის გეგმის შედგენას. მოგეხსენებათ, რომ ბაკურიანის განვითარება მიწათსარგებლობის კუთხით, თითქმის დასრულებულია. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში მოხდა სტიქიური განვითარება დიდწლილად. ეს გახლავთ ჩვენი ოთხ პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება - საქართველოს სივრცითი მოწყობა და ინფრასტრუქტურული მოდელიზაცია და ამ მიმართულებით რომ არ მოხდეს სტიქიური განვითარება დ მათ შორის, ტყის მასივების სტიქიური გამოყენება, აუცილებელია, კანონზომიერი განვითარების ჩარჩოს შექმნა. სწორედ ეს გახლავთ მიწათსარგებლობის დოკუმენტის შექმა, რომელსაც მთავრობის სხომაზე ვიწყებთ და მიღებული იქნება მთავობის შესაბამისი განკარგულება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.