მთავრობის სხდომაზე საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია დამტკიცდება

მთავრობის სხდომაზე საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია დამტკიცდება

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დასამტკიცებლად საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასთან დაკავშირებით, საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია გავიდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული სტრატეგია წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გლობალური ექსპერტების მიერ რეკომენდირებულ ახალ მიმართულებას, რაც საქართველოში წარმატებული და მდგრადი გრძელვადიანი საგზაო უსაფრთხოების მართვისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია.

"საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასთან დაკავშირებით დღევანდელ სხდომაზე დასამტკიცებლად გამოდის საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია ამ მიმართულებით. მაკოორდინირებელი უწყება ამ მიმართულებით იქნება ეკონომიკის სამინისტრო, იქედან გამომდინარე, რომ ტრანსპორტის სფეროს სწორედ ეს უწყება კურირებს.

რა თქმა უნდა, წამყვანი როლი ეკონომიკის სამინისტროსთან ექნება სხვა უწყებებს, უპირველეს ყოვლისა შსს-ს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიას და ა.შ.

ეს სტრატეგია წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გლობალური ექსპერტების მიერ რეკომენდირებულ ახალ მიმართულებას და საქართველოში წარმატებული და მდგრადი გრძელვადიანი საგზაო უსაფრთხოების მართვისათვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი", - განაცხადა პრემიერმა.