სპორტული მოედნების რეაბილიტაცია 15 მისამართზე დასრულდა

სპორტული მოედნების რეაბილიტაცია 15 მისამართზე დასრულდა

დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ სპორტული მოედნების რეაბილიტაციის სამუშაოები 15 მისამართზე დასრულდა.

რეაბილიტაციის ფარგლებში, ყველა ობიექტზე განხორციელდა არსებული ამორტიზებული ხელოვნური საფარის დემონტაჟი, დაისხა ბეტონი, მოეწყო კომბინირებული ხელოვნური საფარი, ტერიტორია შემოიღობა მავთულბადით, ხოლო დაზიანებული ინვენტარი ახლით შეიცვალა.

დამატებით, ლუბლიანას ქუჩა N11-სა და თევდორე მღვდლის ქუჩა N51-ში ახალი სპორტული მოედანი მოეწყო, ხოლო ამ ეტაპზე მოედნების რეაბილიტაცია შემდეგ 2 მისამართზე: დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-6 კორპუსთან და თ. მღვდლის 48 ნომერში  აქტიურად მიმდინარეობს.

სპორტული მოედნების რეაბილიტაციისა და ახალი მოედნების მოწყობის სამუშაოები, დიდუბის რაიონის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა შ.პ.ს „კვადრელმა“ და „დოკასპორტმა“ 322 184 ლარის ღირებულების ფარგლებში განახორციელეს.