ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" გიორგი ვაშაძესთან და ქვეყანაში არსებულ სხვა პროდასავლურ ძალებთან მართავს კონსულტაციები, რაც შესაძლოა, წინასაარჩევნო ბლოკის შექმნაშიც გადაიზარდოს.
ამ შინაარსის განცხადება ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა 20/30 -ში გააკეთა.
“ჩვენ პოპულისტური განცხადებებით და პრიმიტიული დაპირებებით არ გამოვდივართ. ჩვენ ვიცით კონკრეტული გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის ეკონომიკის რეფორმირება. გვსურს, საქართველომ ის გზა გაიაროს, რაც ირლანდიამ, ჰონკონგმა ან ტაივანმა გაიარა. ქვეყნის ფეხზე სწრაფად დასაყენებლად ერთი კონკრეტული რეცეპტი არსებობს და არა -17 გზა", - განაცხადა ჯაფარიძემ.