ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის წევრი, სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წარმომადგენელი ტანია ფაიონი მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში ევროკავშირმა თითოეული ქვეყნის საკითხი ინდივიდუალურად, შესრულებული კრიტერიუმების მიხედვით უნდა განიხილოს.
როგორც euroline.ge წერს, სლოვენიელმა კანონმდებელმა უშუალოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას კომიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირა.
“თუკი კრიტერიუმები შესრულებულია, ჩვენ უნდა მივანიჭოთ უვიზო რეჟიმი. მსურს, რომ საკითხს მივუდგეთ არა პოლიტიკურად, არამედ დაკმაყოფილებული კრიტერიუმების მიხედვით. მე მთელი გულით მხარს ვუჭერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის გზაზე”, – განაცხადა ტანია ფაიონმა.
ევროპარლამენტის დეპუტატის განცხადების სრული ვერსია იხილეთ ბმულზე:http://www.euroline.ge/?p=8574