მთავრობის ადმინისტრაცია ჯონ კერის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მთავრობის ადმინისტრაცია ჯონ კერის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მთავრობის ადმინისტრაცია ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ”ინტეპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ხვალ საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ეწვევა.

მათივე ინფორმაციით, ხვალ, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვდება ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი უხელმძღვანელებენ. აღნიშნული ქარტია მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს სხვადასხვა სფეროში. შედგება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია.

15:30 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.