ანკარის სასამართლომ სტამბოლის ტერაქტთან სავარაუდო კავშირისთვის დაკავებული 13 პირის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. ადგილობრივი პრესის ცნობით, მათ შორის არის თურქეთის 10 მოქალაქე და 3 უცხოელი.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულებს დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ჰქონდათ კავშირი.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა მანამდე განაცხადა, რომ 3 ივლისის მონაცემებით, ტერაქტის გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 29 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე უცხოელი.