საუდის არაბეთში მდებარე აშშ-ის საკონსულოსთან ტერაქტი მოხდა. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალაქ ჯედაში მდებარე დიპლომატიურ მისიასთან თავი აიფეთქა.
ადგილობრივი პრესის ცნობით, ტერაქტის შედეგად თავად ტერორისტი დაიღუპა, დაშავდა ორი სამართალდამცველი.
როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, აშშ-ის საკონსულო ტერორისტების თავდასხმის ობიექტი 2009 წელსაც გახდა, მაშინ ტერაქტს 9 ადამიანი ემსხვერპლა.