ნაძალადევის გამგებელი ყოფილი მე-15 სკოლის შენობაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა. შეხვედრაზე მოსახლეობის საჭირობებების შესახებ ისაუბრეს. ამავდროულად, განხორციელდა შენობის სარდაფის წყლისგან გაწმენდა, დაწყებულია მუშაობა ინდივიდულაური გამრიცხველიანების საკითხზე.
ყოფილი სკოლის შენობაში ამ დროისთვის 60-მდე ოჯახი ცხოვრობს. ზაზა გაბუნია ადგილობრივებს სოციალური სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ესაუბრა.