დავით უსუფაშვილი - საქართველოს შესახებ რეზოლუციაში 56 ქვეყანა ეუბნება ერთს, რომ დაიცვას სტანდარტები, რომლებიც დასაცავია

დავით უსუფაშვილი - საქართველოს შესახებ რეზოლუციაში 56 ქვეყანა ეუბნება ერთს, რომ დაიცვას სტანდარტები, რომლებიც დასაცავია

ეუთო-ს პოლიტიკური კომიტეტის მიერ მხარდაჭერი დოკუმენტით, 56 ქვეყანა ეუბნება ერთს, რომ დაიცვას ის სტანდარტები, რაც დასაცავია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა. უსუფაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის მიერ საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერის საკითხს გამოეხმაურა. 

"რეზოლუციაში ყველაფერს დარქმეული აქვს თავისი სახელი. კერძოდ, რუსულ ოკუპაციას, იმ პრობლემებს, რაც გვაქვს და ეუთო ამით მოუწოდებს ქვეყანას, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ განუხრელად იქნას დაცული საერთაშოროსო სამართლის პრინციპები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, რუსეთმა შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით2008 წლის აგვისტოში დადებული ხელშეკრულება და მისცეს საშუალება დევნილებს დაბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში, გაიყვანოს შეიარაღებული შენაერთები ამ ტერიტორიებიდან და უარი თქვას საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლად გამოცხადებასა და აღიარებაზე", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

მისივე შეფასებით, ამ ტიპის რეზოლუციებით იქმნება ის რეალობა საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. „მართალია დოკუმენტს ჰქვია ჩემი სახელი და ინიცირებულია ჩემს მიერ, მაგრამ მის შედგენაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციის ყველა წევრმა, საპარლამენტო უმცირესობამ და უმრავლესობამ. ეს არის მაგალითი იმისა, რომ როცა ჩვენ, პოლიტიკური ძალები საერთაშორისო არენაზე ვახერხებთ გაერთიანებას და ერთ მუშტად შეკვრას, მაშინ შედეგი გაცილებით მარტივად მიიღწევა", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტმა ქართული დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუციას „კონფლიქტი საქართველოში“ მხარი დაუჭირა.

რეზოლუციის კანონპროექტს მხოლოდ რუსეთის დელეგაციის სამმა დეპუტატმა მისცა ხმა წინააღმდეგ. 

რეზოლუციის კანონპროექტს საბოლოოდ ხვალ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს. საბოლოოდ დასამტკიცებლად ხვალინდელ პლენარულ სესიაზე გავა. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ავტორობით მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომელსაც დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, 17 პუნქტისგან შედგება.