ბუენოს-აირესში გამართული მიტინგის ასობით მონაწილეს შორის ქვეყნის პრეზიდენტიც იყო

ბუენოს-აირესში გამართული მიტინგის ასობით მონაწილეს შორის ქვეყნის პრეზიდენტიც იყო

ბუენოს-აირესში ასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. მომიტინგეებს შორის ქვეყნის პრეზიდენტი მაურისიო მაკრი და არგენტინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი დიეგო მარადონაც იყვნენ. საინფორმაციო სააგენო „როიტერის“ ინფორმაციით, დემონსტრანტები ფეხბერთელ ლიონელ მესის არგენტინის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას სთხოვდნენ. 

ეროვნული ნაკრების დატოვების გადაწყვეტილება მესიმ მას შემდეგ მიიღო, რაც ამერიკის თასის ფინალში არგენტინა ჩილეს ნაკრებთან დამარცხდა.

27 ივნისს აშშ-ში გამართული მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ დასრულდა. პენალტების სერიაში კი ჩილეს ნაკრებმა 4:2 გაიმარჯვა. მესიმ პენალტი გააფუჭა. არგენტინამ მსხვილი ტურნირების ფინალში ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა.