პაკისტანში წყალდიდობას 30 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში წყალდიდობას 30 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში მომხდარ წყალდიდობას, სულ მცირე, 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, სტიქია ავღანეთის საზღვართან ახლოს პაკისტანის ჩრდილოეთით მდებარე ჩიტრალის ოლქში მძვინვარებს. 

რეგიონის ოფიციალური პირების განმარტებით, წყლის ნაკადმა მეჩეთი და ყველა ის ადამიანი წაიღო, რომელიც სამლოცველოში იმყოფებოდა. 

სტიქიის შედეგად რამდენიმე სახლი სრულად განადგურდა. ამ დროისთვის ადგილობრივი პოლიციის სამმართველოს რვა თანამშრომელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.