ჰილარი კლინტონი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას პირადი ელექტროფოსტის გამოყენების ფაქტზე დაკითხეს

ჰილარი კლინტონი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას პირადი ელექტროფოსტის გამოყენების ფაქტზე დაკითხეს

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას პირადი ელექტროფოსტის გამოყენების ფაქტზე დაკითხა. 

ამერიკის შეეთებული შტატების პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის პრეს-სამსახურში განმარტავენ, რომ გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა ჰილარი კლინტონის კეთილი ნების გამოვლენა იყო. 

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში კლინტონი უარყოფდა, რომ საკუთარი მაილის გამოყენებით სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინფორმაციას გადასცემდა. 
ამის მიუხედავად, სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა საგამოძიებო ჯგუფი დარწმუნებულია, რომ კლინტონიც და მისი თანამშრომლებიც ინტერნეტ-უსაფრთხოებას სათანადო ყურადღებას არ უთმობენ. 

ჰილარი კლინტონის ოპონენტები აღნიშნულ სკანდალს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას აქტიურად იყენებდნენ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული საკითხით ხშირი მანიპულირება, შესაძლოა, პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატისთვის, დონალდ ტრამპისთვის საჩუქარი აღმოჩნდეს.