სულხან მოლაშვილი თბილისში ჩამოსვენეს

სულხან მოლაშვილი თბილისში ჩამოსვენეს

სულხან მოლაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, წუხელ, სტამბოლი-თბილისის რეისით ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოლაშვილის ახლობლები შეიკრიბნენ. 
სულხან მოლაშვილის პანაშვიდი 3 და 4 ივლისს გაიმართება, 5 ივლისს კი ვაკე-საბურთალოს სასაფალოზე დაკრძალავენ.
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი პარიზში, 29 ივნისს საავადმყოფოში გარდაიცვალა. სულხან მოლაშვილი პარიზში სამკურნალოდ რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა.