ბაღდადში მომხდარ ორმაგ ტერორისტულ აქტს სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა

ბაღდადში მომხდარ ორმაგ ტერორისტულ აქტს სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა

ბაღდადში მომხდარ ორმაგ ტერორისტულ აქტს სულ მცირე 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ბი-ბი-სი-ს“ ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, ბაღდადის ცენტრალურ რაიონში, რომელიც შუაღამის შემდეგ ადამიანებით ივსება, მანქანაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით - კი დაშავდა. 

ცოტა ხნის შემდეგ კიდევ ერთი აფეთქება ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ჩრდილოეთ ნაწილში გაისმა. განმეორებით ტერორორისტულ აქტს 3-დან 6-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 20-მა კი მძიმე დაზიანებები მიიღო. 

ტელეკომპანია SkyNews-ის ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ თავზე აიღო. ერაყის ხელისუფლება აღნიშნულ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს.