ჭუბერში „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართება

ჭუბერში „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართება

3 ივლისს „ნენსკრა ჰესის“ მიმდინარე მშენებლობის წინააღმდეგ ჭუბერში აქცია გაიმართება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” აქციის ორგანიზატორებმა აცნობეს, აქციას ჭუბერის თემის მოსახლეობის გარდა ზემო სვანეთის 17 თემის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. 
”აქციის ფარგლებში ჭუბერის თემი გეგმავს მიმართვის გაკეთებას პროექტის დაფინანსების მსურველი ბანკებისათვის, საქართველოს პრეზიდენტის, კათალიკოს- პატრიარქისთვის, საქართველოში მოქმედი პარტიებისთვისა და სახალხო დამცველისათვის. ამას გარდა გაიმართება მსჯელობა ლალხორის შექმნის აუცილებლობის თაობაზეც. ჭუბერის თემის სახელით აქციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ აღნიშნული საკითხით დაინტერესებულ ყველას, ვისთვისაც სვანეთი ბედი სულერთი არ არის ”, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.