ახმედ ჩატაევის გათავისუფლება არ იყო ერთადერთი გათავისუფლება, რომელიც მე არასწორად მიმაჩნდა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ”რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
”ეს არ იყო ერთადერთი გათავისუფლება, რომელიც მიმაჩნდა, რომ არ იყო სწორი. იქ იყო მთელი რიგი სხვა ადამიანების გათავისუფლება, იყო ის ხალხი, ვინც შეიყვანეს ე. წ. პოლიტპატიმრების სიაში. მათ შორის იყვნენ: ნარკოტიკების გამსაღებლები დიდი რაოდენობით, მათ შორის იყვნენ მკვლელები და ვფიქრობდი, რომ ეს შეუქმნიდა საზოგადოებრივ უსაფრთხოებას წინააღმდეგობას. ასევეა მეორე კატეგორია ხალხის, რომელიც სულ უქმნიდა წინააღმდეგობას ქვეყნის უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, სახელმწიფოებრიობას. ეს იყო ის ხალხი, ვინც რუსეთის ჯაშუშობისთვის იყო დაკავებული. ასევე იყო ახმედ ჩატაევი, რომელიც ტერორიზმში, ჩვენს უსაფრთხოების ძალებსა და მოსახლეობაზე თავდასხმის გამო იყო დაჭერილი”, - განაცხადა სააკაშვილმა.