ფოთში მომხდარი ავარიის დროს დაშავებულებს შორის, ჩეხეთის ოთხი მოქალაქეა

ფოთში მომხდარი ავარიის დროს დაშავებულებს შორის, ჩეხეთის ოთხი მოქალაქეა

ფოთში მომხდარი ავარიის დროს ჩეხეთის ოთხი მოქალაქე დაშავდა. ისინი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ავარიის დროს ერთმანეთს ,,ნისანის“ ტიპის ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. ადგილზე მობილიზებული იყო როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ასევე საპატრულო პოლიცია.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ 7 ადამიანი დაშავდა. ავარიის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.