დღეს, ღამის 12 საათზე სულხან მოლაშვილს პარიზიდან თბილისში ჩამოასვენებენ. თბილისის აეროპორტში დახვედრის მსურველებს ავტობუსები უფასოდ მოემსახურებიან. ავტობუსები 22 საათიდან რესპუბლიკის მოედანზე, სასტუმრო "რედისონის" მოპირდაპირე მხარეს იდგებიან.
საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, სულხან მოლაშვილი, 29 ივნისს პარიზში გარდაიცვალა.