ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიაზე დღეს აბიტურიენტების 97%-ზე მეტი გამოცხადდა

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიაზე დღეს აბიტურიენტების 97%-ზე მეტი გამოცხადდა

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიაზე დღეს დარეგისტრირებული აბიტურიენტების 97%-ზე მეტი გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით გახსნილია ოცდაერთი საგამოცდო ცენტრი და დღეს მიმდინარე ქართული ენისა და ლიტერატურის მეორე სესიაზე 9 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, აქედან აბიტურიენტთა 97%-ზე მეტი გამოცდაზე გამოცხადდა.

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის დღეს ჩატარებულ პირველ სესიაზე დარეგისტრირებული 9 300-მდე აბიტურიენტიდან 3 % არ გამოცხადდა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 38 500 -ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 4 000 - მდე სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 12 500 - ზე მეტი კანდიდატი; პედაგოგთა საგნობრივ გამოცდაზე 22 700 - ზე მეტი პედაგოგი.

საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: თბილისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, რუსთავი, თელავი, ხულო.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.