ISIS-ი 4 ივლისს ლონდონის ჰიტროუს, ლოს ანჯელესის და ნიუ-იორკის აეროპორტების აფეთქებით იმუქრება

ISIS-ი 4 ივლისს ლონდონის ჰიტროუს, ლოს ანჯელესის და ნიუ-იორკის აეროპორტების აფეთქებით იმუქრება

"ისლამური სახელმწიფოს" წევრები განცხადებას ავრცელებენ, სადაც საუბარია, რომ 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს, ბრიტანულ და ამერიკულ აეროპორტებზე თავდასხმას განახორციელებენ.

განცხადებას დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრი ტარიკ აჰმადი გამოეხმაურა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

მინისტრი აცხადებს, რომ სპეცსამსახურები უსაფრთხოების ყველა ზომას მიიღებენ.

მისი თქმით, დიდ ბრიტანეთში საავიაციო უსაფრთხოება მუდმივი კონტროლის ქვეშ არის.

"რისკების შემცირების მიზნით საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ", - აღნიშნა მან.