3 ივლისს, 18:00 საათზე ვ. გოძიაშვილის სახელობის სკვერში თბილისის მერიის „ბიგ-ბენდის“ კონცერტი გაიმართება. მისული სტუმრების განწყობის შექმნას პანტომიმის თეატრის მსახიობებიც შეეცდებიან. კონცერტი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნება.
მის: ალ. ყაზბეგის გამზირი #16ა
საკონტაქტო პირი: ნუცა აბაშიძე 599 72 10 10