პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მონაწილე საწარმოს ეწვივნენ

პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მონაწილე საწარმოს ეწვივნენ

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“  ფარგლებში დაფინანსებულ საკონდიტრო საწარმოს "ვესტ ჯორჯიან ბეიკერს“ საქართველოს პრემიერ–მინისტრი სტუმრობდა. მასთან ერთად საწარმო დაათვალიერეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, რეგიონული პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.

აბაშაში მდებარე საწარმო 2015 წლის მეორე ნახევარში სახელმწიფო პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა და მასში 44 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. ინვესტიციის  ჯამური მოცულობა 730 000 ლარია.

საპატიო სტუმრებს მასპინძლობა საწარმოს დირექტორმა ვახტანგ  პატარაიამ გაუწია. მისი განმარტებით, კომპანია სხვადასხვა სახის საკონდიტრო ნაწარმს უშვებს. 

საწარმოში სტუმრობისას პრემიერ-მინისტრმა მხარდაჭერა აღუთქვა აბაშელებს ყველა საინტერესო ბიზნსპროექტის განხორციელებაში. მისი განმარტებით, ადგილობრივი წარმოების განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან იგი პირდაპირ არის დაკავშირებული ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციასთან და სამუშაო ადგილების გაჩენასთან.