რიმა ბერაძემ დავით ნარმანიასთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელა

რიმა ბერაძემ დავით ნარმანიასთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა რიმა ბერაძემ თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან, მერის მოადგილესთან გრიგოლ ლილუაშვილთან, ასევე ამავე რაიონის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან და მერიის საქალაქო სამსახურების უფროსებთან ერთად ჩუღურეთის რაიონში უკვე დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელა.

დედაქალაქის წარმომაგენლობითი ორგანოსა და მერიის წარმომადგელებმა ჯავახიშვილისა და ტოლსტოის ქუჩების კვეთაზე განახლებული სკვერი და ჯავახიშვილის ქუჩის N18-ში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

მონოტორინგის ღონისძიებების ფარგლებში, რიმა ბერაძე და დავით ნარმანია აჭარის ქუჩის N10-ში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებსაც ესტუმრნენ.

დეპუტატის განცხადებით, აღნიშნულ მისამართზე 200-მდე ოჯახი ცხოვრობს, საიდანაც 144 აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის, ხოლო დანარჩენი სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობს.

„აფხაზეთიდან დევნილ 144 ოჯახს უკვე დაუკანონდა საცხოვრებელი ფართები. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ შევხვდით მათ, რათა უშუალოდ მათგან მოვისმინოთ ინფორმაცია მათთვის პრიორიტეტულ და მნიშვნელოვან საკითხებზე “,-განაცხადა რიმა ბერაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ მისამართზე მოწესრიგდა ინფრასტრუქურა, დაიგო ასფალტის საფარი, გარემონტდა და კეთილმოეწყო სპორტული მოედანი და განხორციელდა გამწვანების ღონისძიებები.

დღესვე, საკრებულოს დეპუტატი და მერიის წარმომადგენლები სააკაძის ქუჩა N19-ის მცხოვრებლებსაც შეხვდნენ და მათ საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას დაპირდნენ.

აღნიშნულ მისამართზე 112 დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს.