ყრილობის დელეგატები ორგანიზაციის თავმჯდომარეს აირჩევენ.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდებს სიტყვით მიმართავს პრემიერ-მინისტრი, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი, პარტიის გენერალური მდივანი და ცენტრალური შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე.
ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო გაერთიანების ხელმძღვანელი ევინ ინკისი.
ყრილობა, რომელიც ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება, 17:00 საათზე დაიწყება.