ევროს დასუსტება თავისთავად აისახა ჩვენს ვალუტაზე

ევროს დასუსტება თავისთავად აისახა ჩვენს ვალუტაზე

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, ლარის გაუფასურებას ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილებას უკავშირებს.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეროვნული ვალუტის დევალვაცია ევროს დასუსტებამ განაპირობა.

"ეს არის ერთჯერადი გავლენა, რომელიც მოხდა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლიდან გამომდინარე, რამაც გამოიწვია ევროს შესუსტება და დოლარის გამყარება და თავისთავად აისახა ჩვენ ვალუტაზე. თუმცა, ამავე დროს მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, რომ მაშინ იყიდონ ვალუტა, როცა ეს სჭირდებათ და მაშინ გაყიდონ, როცა ეს სჭირდებათ. ძალიან ხშირად მოსახლეობა გადაწყვეტილებას არასწორ დროს იღებს. როგორც წესი, ისინი ყიდიან ვალუტას ყველაზე ცუდ კურსში და აკეთებენ ამას პირიქით, ასევე  ყველაზე ცუდ კურსში,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.