შოტლანდია „ევროკავშირში თავისი ადგილის შენარჩუნების საკითხზე“ ბრიუსელთან საგანგებო მოლაპარაკებებს იწყებს

შოტლანდია „ევროკავშირში თავისი ადგილის შენარჩუნების საკითხზე“ ბრიუსელთან საგანგებო მოლაპარაკებებს იწყებს

შოტლანდია „ევროკავშირში თავისი ადგილის შენარჩუნების საკითხზე“ ბრიუსელთან საგანგებო მოლაპარაკებებს იწყებს. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ამის შესახებ შოტლანდიის მთავრობის მეთაურმა ნიკოლა სტერჯენმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, შოტლანდიის მინისტრთა კაბინეტი იწყებს მუშაობას საკანონმდებლო პროცედურებზე, რომელიც საშუალებას მისცემს შოტლანდიას, დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის საკითხზე ახალი რეფერენდუმი ჩაატაროს.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ხუთშაბათს ჩატარებულ რეფერენდუმზე შოტლანდიელთა უმრავლესობამ ევროკავშირში დარჩენას დაუჭირეს მხარი.