გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ინფორმაციით, მომდევნო დღეებში, საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს და გამოიდარებს.
სამმართველოს ინფორმაციით, 26-27 ივნისს, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ტემპერატურა 36-38 გრადუსს მიაღწევს. ამ დღეების განმავლობაში, ზემო იმერეთში, მოსალოდნელია ქარის გაძლიერებაც.
აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 33-35 გრაუსი იქნება. სინოპტიკოსები, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის ჩრდილო-მაღალმთიან ნაწილში, საღამოს საათებში, მცირე ნალექს ელჭექით ვარაუდობენ.