ანგელა მერკელმა ინგლისში გამართულ რეფერენდუმს „ევროპაში გარდატეხის მომენტი“ უწოდა

ანგელა მერკელმა ინგლისში გამართულ რეფერენდუმს „ევროპაში გარდატეხის მომენტი“ უწოდა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დიდ ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმს „ევროპაში გარდატეხის მომენტი“ უწოდა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება. 
„დღევანდელი დღე ევროპისთვის გარდამტეხი მომენტი გახდა, გარდამტეხი გახდა გაერთიანების ევროპული პროცესისთვის“, - განაცხადა მერკელმა ბერლინში. მისივე თქმით, გერმანიაზეა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და დაინტერესება, რომ ევროპის გაერთიანება წარმატებით დაგვირგვინდეს. ამასთან, მერკელი აცხადებს, რომ საჭიროა ბევრი რამის გაანალიზება გააზრებულად და დინჯად.

ანგელა მერკელი ბერლინში ეპატიჟება საფნაგეთის პრეზიდენტს, იტალიის პრემიერს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს. ანგელა მერკელის, ფრანსუა ოლანდის, მატეო რენცისა და დონალდ ტუსკის შეხვედრა, შესაძლოა, ორშაბათს, 27 ივნისს გაიმართოს. სამშაბათს კი, მერკელი ბუნდესტაგის სპეციალურ სხდომაზე სიტყვით გამოვა, რომელზეც გერმანიის მთავრობის პოზიციაზე ისაუბრებს.