დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა როგორც მსოფლიოზე, ისე რუსეთზე აისახება

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა როგორც მსოფლიოზე, ისე რუსეთზე აისახება

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა როგორც მსოფლიოზე, ისე რუსეთზე აისახება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებულ პროცესებში არასდროს ჩარეულა და არც მომავალში აპირებს ჩარევას.

პუტინის მოსაზრებით, ბრიტანელების გადაწყვეტილება ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკაზე არ აისახება.

რუსეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი გააკრიტიკა, რომელმაც განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა რუსეთის ინტერესებში შედის.

პუტინმა ბრიტანელი პოლიტიკოსის ამ განცხადებას „პოლიტიკური კულტურის დაბალი დონე“ უწოდა.