დატკბით, შეიძლება, ეს ვერასდროს ნახოთ - Charlie Hebdo რეფერენდუმს კარიკატურებს უძღვნის

დატკბით, შეიძლება, ეს ვერასდროს ნახოთ - Charlie Hebdo რეფერენდუმს კარიკატურებს უძღვნის

ფრანგული სატირული ჟურნალი Charlie Hebdo, დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით, ახალ ნომერში ქვეყნის დედოფლის დამამცირებელ კარიკატურას აქვეყნებს და მას "ბებერ თხას" უწოდებს.

ახალ ნომერში გამოქვეყნებული კარიკატურები დედოფალ ელისაბედ მეორეს დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ ფრაზებს შეიცავს.

ჟურნალის ყდაზე გამოქვეყნებულ კარიკატურაზე ნახევრად შიშველი დედოფალია გამოსახული წარწერით - "დატკბით, შეიძლება, ეს ვერასდროს ნახოთ".

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების შემდეგ, დევიდ ქემერონმა გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება.

ქემერონის შეფასებით, არასწორია იყო იმ გემის კაპიტანი, რომელსაც ქვეყანა სხვა მიმართულებით მიჰყავს.

ცნობილია, რომ წინასარეფერენდუმო კამპანიის დროს, პრემიერი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას უჭერდა მხარს.

შეგახსენებთ, რომ რეფერენდუმის შედეგებით, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 52% – მა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.

რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად, ევროკავშირში დარჩენის მომხრეა შოტლანდიის მოსახლეობის 67,2% და ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობის 56%.