გიორგი კვირიკაშვილმა იუვალ ფუქსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

გიორგი კვირიკაშვილმა იუვალ ფუქსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იუვალ ფუქსთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, იუვალ ფუქსს საქართველოში დიპლომატიური მისიის ვადა ეწურება.

მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების საკითხებს.

გიორგი კვირიკაშვილმა იუვალ ფუქსს მეგობრული დამოკიდებულებისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

იუვალ ფუქსი საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 2012 წლის 10 სექტემბრიდან იკავებს.