რეფერენდუმმა ევროკავშირში არსებულ უთანხმოებას ნათელი მოჰფინა

რეფერენდუმმა ევროკავშირში არსებულ უთანხმოებას ნათელი მოჰფინა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებმა აჩვენა, რომ ევროკავშირში, გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები აქვთ.

რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვი აკვირდებოდა რეფერენდუმს, ევროპისთვის მისი სამომავლო შედეგების გათვალისწინებით, თუმცა შედეგებს დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის შიდა საქმედ აფასებს.

"რეფერენდუმმა ევროკავშირში არსებულ უთანხმოებას ნათელი მოჰფინა. აშკარაა, რომ უწყების წარმომადგენლებს ფუნდამენტურ საკითხებზე ურთიერთსაწინააღმდეგო და განსხვავებული პოზიცია აქვთ, პირველ რიგში კი, ეს ევროკავშირში ინტეგრაციას ეხება. რასაკვირველია, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბრიტანეთის პარლამენტი და მთავრობა პლებისციტის შედეგების მიხედვით", - აღნიშნულია რუსეთის დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.