დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა დიდი დარტყმა იქნება ევროპისთვის

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა დიდი დარტყმა იქნება ევროპისთვის

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის შეფასებით, დიდ ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირის შემადგენლობიდან, ძლიერი დარტყმა იქნება ევროპული ქვეყნების გაერთიანების პროცესისთვის.

რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე, გერმანიის კანცლერმა 27 ივნისს, საგანგებო შეხვედრაზე, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი მიიწვია.

კანცლერის თქმით, ბრიტანელების გადაწყვეტილება ძლიერი დარტყმა იქნება ევროპისთვის და შექმნილი სიტუაცია დაკვირვებულ ანალიზს საჭიროებს.

"ჩვენი ამოცანა უნდა იყოს მჭიდრო სამომავლო ურთიერთობა ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის. მხოლოდ ევროკავშირთან ერთიანობით იქნება შესაძლებელი საკუთარი ინტერესების დაცვა", - განაცხადა ანგელა მერკელმა.

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების შემდეგ, დევიდ ქემერონმა გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება.

ქემერონის შეფასებით, არასწორია იყო იმ გემის კაპიტანი, რომელსაც ქვეყანა სხვა მიმართულებით მიჰყავს.

ცნობილია, რომ წინასარეფერენდუმო კამპანიის დროს, პრემიერი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას უჭერდა მხარს.

შეგახსენებთ, რომ რეფერენდუმის შედეგებით, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 52% – მა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.

რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად, ევროკავშირში დარჩენის მომხრეა შოტლანდიის მოსახლეობის 67,2% და ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობის 56%.