დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგების გამო, გერმანიის პარლამენტმა საგანგებო სხდომა მოიწვია

დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგების გამო, გერმანიის პარლამენტმა საგანგებო სხდომა მოიწვია

გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატები, დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების გამო, საგანგებო სხდომას გამართავენ.

გერმანელი კანონმდებლები საგანგებო სხდომაზე რეფერენდუმის სამომავლო შედეგებზე იმსჯელებენ.

ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

"ჩვენ წყნარად და დაკვირვებით უნდა განვიხილოთ, როგორი იქნება ევროკავშირის სამომავლო განვითარება. ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის დღე ევროპის გაძლიერების და სტიმულის დღე უნდა გახდეს", - აღნიშნა გერმანიის პარლამენტის "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" ფრაქცის თავმჯდომარემ.