ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მაქსიმალურად გათვალისწინებული იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს, რომლის შედეგებსაც უნდა დაველოდოთ. ამასთან, კითხვაზე, თავის დროზე რატომ არ ჩატარდა ასეთი გამოძიება, თალაკვაძე განმარტავს, რომ თავის დროზე ჩატარდა შიდა სამსახურებრივი მოკვლევა. თუმცა, მოკვლევის შედეგებზე საუბარი მან არ ისურვა და ჟურნალისტებს მოუწოდა შესაბამისი დასკვნა გამოითხოვონ.
„თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ მაშინდელი საინფორმაციო გამოშვებები და ნახავთ, რომ თავის დროზე ჩატარდა ამაზე შესაბამისი შემოწმება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული და ხედავთ, რომ პროკურატურამ დროულად დაიწყო გამოძიება ამ გადაწყვეტილების კვალდაკვალ“, - განაცხადა თალაკვაძემ.
შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის საკითხზე გამოძიება დაიწყო.