დევიდ ქემერონმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

დევიდ ქემერონმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ქემერონმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქემერონმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გუშინ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, გაიმარჯვეს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მხარდამჭერებმა.