22 ივნისს 10:30 სთ-ზე საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ძიანგსის პროვინციას და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარის მუშაობაში.
სემინარის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს ძიანგსის პროვინციის განყოფილებას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერება ხელი. ასევე დაგეგმილია საპარტნიორო ფონდსა და ძიანგსის პროვინციის რკინიგზის საინვესტიციო კომპანიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.
სემინარი ჩატარდება სასტუმროში Hotel & Preference Hualing Tbilisi