კუნძულ კრეტაზე დიდი და წმინდა კრება მუშაობას შეუდგა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება. კრებას წინ უძღოდა ღვთისმსახურება, რომელიც მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ჩაატარა. ეს არის წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა შეკრება, რომელიც 12 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში არ გამართულა.
შეკრება ქალაქ ირაკლიონის წმინდა მინას სახელობის ტაძარში მიმდინარეობს.
მასში 170-ზე მეტი ეპისკოპოსი მონაწილეობს.