რუსეთში, კარელიის რესპუბლიკაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად 11 ბავშვი დაიღუპა. როგორც რუსული მედია იტყობინება, 49-კაციანი ჯგუფი კარელიის სამოზეროს ტბაზე დასასვენებლად ჩავიდა. ღამის საათებში მომხდარი შტორმის შედეგად მათი ნავები გადაბრუნდა.
ჯგუფში ძირითად, 12-დან 15 წლამდე ბავშვები იყვნენ. ამჟამად ადგილზე მაშველები მუშაობენ. ამ დროისთვის 4 ბავშვს ეძებენ.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.