The Guardian - რუსი ფანატების ქმედებები ევროპის ჩემპიონატის დროს, შესაძლოა, კრემლის „ჰიბრიდული ომის“ გაგრძელება იყოს

The Guardian - რუსი ფანატების ქმედებები ევროპის ჩემპიონატის დროს, შესაძლოა, კრემლის „ჰიბრიდული ომის“ გაგრძელება იყოს

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება იძიებს, ჰქონდათ თუ არა რუს გულშემატკივრებს კავშირი კრემლთან. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. 
გამოცემის წყაროს თანახმად, რუსი ფანატების ქმედებები საფრანგეთში, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს, შესაძლოა იყოს კრემლის „ჰიბრიდული ომის“ გაგრძელება.
„რთულია იმის დამტკიცება, რომ არეულობა კრემლის მიერ იყო სანქცირებული, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთი გულშემატკივარი რუსული ძალოვანი უწყებების თანამშრომელია“, - განუცხადა The Guardian-ს ანონიმურმა წყარომ.
ბრიტანულ პოლიციაში აცხადებენ, რომ საფრანგეთში მომხდარი არეულობა ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე სერიოზული და კოორდინირებული იყო. 
16 ივნისს, მარსელის სასამართლომ სამ რუს გულშემატკივარს 1-დან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ორი დღის შემდეგ კი არეულობაში მონაწილე 20 რუსი გულშემატკივარი საფრანგეთიდან გააძევეს.