ეშტონ კარტერი - რუსეთი ან განგებ უგულებელყოფს აშშ-ს თხოვნებს, ან ძალიან ცუდი დაზვერვის სამსახური ჰყავს

ეშტონ კარტერი - რუსეთი ან განგებ უგულებელყოფს აშშ-ს თხოვნებს, ან ძალიან ცუდი დაზვერვის სამსახური ჰყავს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა რუსეთი ოფიციალური ვაშინგტონის თხოვნების უგულებელყოფაში დაადანაშაულა. კარტერის განმარტებით, მათ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს იმ დაჯგუფებების დაბომბვისგან თავის შეკავება სთხოვეს, რომლებიც აშშ-ს ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებიან. 

მინისტრის თქმით, რუსეთი ან განგებ უგულებელყოფს აშშ-ს თხოვნებს, ან ქვეყანას ძალიან ცუდი დაზვერვის სამსახური ჰყავს. 
აშშ-ს თავდაცვის მინისტრის განმარტებით, სრულიად გაუგებარია, რატომ ესხმის თავს რუსეთი იმ შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვიან, თუ კრემლის ნამდვილი მიზეზი ექსტრემისტული დაჯგუფების განადგურებაა.

ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, სულ მცირე 50-მა თანამშრომელმა ხელი მოაწერა შიდა მემორანდუმს, რომელიც ბარაკ ობამას სირიულ პოლიტიკას აკრიტიკებს და თავდასხმებისკენ მოუწოდებს.