ლევან ბერძენიშვილი - ბიძინა ივანიშვილი თავის პარტიას გულშემატკივრობს, მე ჩემს პარტიას

ლევან ბერძენიშვილი - ბიძინა ივანიშვილი თავის პარტიას გულშემატკივრობს, მე ჩემს პარტიას

ბიძინა ივანიშვილი თავის პარტიას გულშემატკივრობს, მე ჩემს პარტიას, - აღნიშნული განცხადება „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადების შეფასებისას გააკეთა , რომელიც მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნების“ უმრავლესობით მოსვლას შეეხება. 

„ბიძინა ივანიშვილი თავის პარტიას გულშემატკივრობს, მე ჩემს პარტიას. მე ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლებაში მარტო ჩვენ მოვალთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს არ იქნება ერთპარტიული ან ორპარტიული პარლამენტი. ეს იქნება გაცილებით ვრცელი ევროპული არჩევანი“, - განაცხადა ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში. 

7 ივნისს, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზიების ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში 95 მანდატს მოიპოვებს.

„ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ საშუალოდ პლუს-მინუს 95 კაცით მოვა პარლამენტში“, - აღნიშნა ივანიშვილმა.