ხათუნა სამნიძე - დღევანდელ სხდომაზე „რესპუბლიკელი“ მინისტრების მიერ თანამდებობის დატოვებაზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია

ხათუნა სამნიძე - დღევანდელ სხდომაზე „რესპუბლიკელი“ მინისტრების მიერ თანამდებობის დატოვებაზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, დღეს ჩატარებულ რიგგარეშე ეროვნული კომიტეტის სხდომაზე მიმდინარე საარჩევნო საკითხებზე ისაუბრეს. 

როგორც ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, ეროვნული კომიტეტის სხდომა წინასაარჩევნო პერიოდში უფრო ინტენსიური იქნება. 

„ეროვნული კომიტეტის სხდომა პარტიას აქვს 2 თვეში ერთხელ. წინასაარჩევნო პერიოდში ეს შეხვედრები, რა თქმა უნდა, გახშირდება. ეს ნიშნავს, რომ ბევრ ასეთი კომიტეტის სხდომას დაერქმევა რიგგარეშე სხდომა. საუბარი იყო მიმდინარე საარჩევნო საკითხებზე და გადაწყვეტილებები არ მიგვიღია, მათ შორის არც „რესპუბლიკელი“ მინისტრების მიერ თანამდებობის დატოვებაზე“, - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.