„რესპუბლიკელი“ მინისტრები თანამდებობას დატოვებენ ან ჩვენი გადაწყვეტილებით, ან პრემიერის. ჩვენ ვაპირებთ მინისტრები გვყავდეს ბოლომდე , - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტის რიგგარეშე სხდომის შემდეგ განუცხადა.
როგორც ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს რესპუბლიკური პარტიის მიერ რაიონებში მუშაობაზე.
„მინისტრები ჩვენი აზრით, უნდა იყვნენ ბოლომდე. თავიდანვე ვთქვით 27 მარტს, როცა გადაწყვეტილებას ვიღებდით, რომ მინისტრები თანამდებობას დატოვებენ ან ჩვენი გადაწყვეტილებით, ან პრემიერის. ჩვენ ვაპირებთ მინისტრები გვყავდეს ბოლომდე“, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.