19 ივნისს, 16:00 სთ-ზე, სასტუმრო „რედისონში," საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის მიერ ორგანიზებული მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოებას დაესწრება.
ოლიმპიადა ჩატარდა თბილისის მასშტაბით და მასში მონაწილეობა მიიღო დედაქალაქის სკოლების მე-6-ე კლასის 800-ე მეტმა მოსწავლემ. მოსწავლეთა ოლიმპიადის ორგანიზატორი საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირია, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილე საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს