„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე რეგიონებში მოსახლეობას ხვდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” მოძრაობადან აცნობეს, ბურჭულაძე თანაგუნდელებთან ერთად ახალქალაქისა და ასპინძის რაიონის მცხოვრებლებს შეხვდა. მან ადგილობრივების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების, პრობლემები მოისმინა და მათ მოძრაობის სამოქმედო გეგმა გააცნო.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას პაატა ბურჭულაძემ ქვეყნის მმართველობაში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის პერსპექტივებზე, ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაზე ისაუბრა.
„ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა როგორც ახალქალაქში, ასევე ასპინძაში. ხალხს იმედი გაუჩნდა და ხალხი ელოდება ოქტომბრის თვეს, რომ მათი ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ.