ხელვაჩაურში 24 ადამიანის მოწამვლა ერთ-ერთ პროდუქტთან არის კავშირში

ხელვაჩაურში 24 ადამიანის მოწამვლა ერთ-ერთ პროდუქტთან არის კავშირში

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ხელვაჩაურში, 24 ადამიანის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით, ეპიდემიოლოგიური კვლევა ჩატარდა.

სეგენკოს განცხადებით, მიმდინარეობს ექსპერტიზა იმის დასადგენად, თუ რომელმა კონკრეტულმა ნივთიერებამ გამოიწვია მოწამვლა.

"გამოიკვეთა ცალსახა პასუხი, რომ ეს იყო ერთ-ერთ კვების პროდუქტთან - ხაჭაპურთან კავშირში, რადგან ეს მოვლენები, უკლებლივ ყველასთან განვითარდა. რაც შეეხება იმას, რომელმა კონკრეტულმა ნივთიერებამ გამოიწვია მოწამვლა, ამის დასადგენად ექსპერტიზა მიმდინარეობს და პასუხი მალე გვეცოდინება. თუმცა, საბედნიეროდ, ამ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება",- განაცხადა დავით სერგეენკომ.

ხელვაჩაურში, სოფელ სატეხიაში 24 ადამიანის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.