თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ნაძალადევის რაიონში სპორტული კომპლექსის სრულ რეაბილიტაციას იწყებს.
სპორტულ კომპლექსში კრივის რინგი, საჭიდაო მოედანი, დიდი და საშუალო ზომის დახურული ტიპის საცურაო აუზები განთავსდება და ის ყოველთვიურად 2000-მდე ბენეფიციარს მოემსახურება.
გენერალური სივრცითი და ობიექტის რეაბილიტაციის საუკეთესო პროექტის გამოვლენის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვაზე 2016 წელს ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც შპს ,,არქიტექმა“ გაიმარჯვა. გამარჯვებული კომპანია შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. შედგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ობიექტზე ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 3 996 696,54 ლარს
ამ დრომდე ნაძალადევის რაიონში მსგავსი ფუნქციური სპორტული კომპლექსი არ არსებობს. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წელს დასრულდება.